ბუშტები

ბუშტები

Tuesday, December 15, 2015


ძვირფასო ბავშვებო, გიწვევთ „საბავშვო ბლოგის“ ინტერნეტ-ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად!

ინტერნეტ-ვიქტორინის პირველი ტურის წარმატებით გავლაში დაგეხმარებათ „საბავშვო ბლოგის“  სხვადასხვა კატეგორიაში არსებული მასალა. ინტერნეტ-ვიქტორინის შეკითხვები მომზადებულია ბლოგზე არსებული მასალის გამოყენებით.

ინტერნეტ-ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ V-VI  და VII -VIII კლასის მოსწავლეებს. აღნიშნული საფეხურების მოსწავლეთათვის შედგენილია ცალ-ცალკე კითხვარი და მოსწავლეები შეავსებენ თავიანთი კლასის შესაბამის კითხვარს.

V-VI  და  VII-VIII კლასელების ინტერნეტ-ვიქტორინის კითხვარი შედგება  50 შეკითხვისგან. ინტერნეტ-ვიქტორინის მეორე ტურში გადასასვლელად საჭიროა მოსწავლემ 50 შეკითხვიდან 45 შეკითხვას სწორად გასცეს პასუხი.

ინტერნეტ-ვიქტორინის სწორი პასუხები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ-ფოსტაზე: miqarcmindeli@gmail.com. წერილში სწორ პასუხებთან ერთად მოსწავლემ უნდა დააფიქსიროს სახელი, გვარი, სკოლა და კლასი.

„საბავშვო ბლოგის“ ინტერნეტ-ვიქტორინის შეკითხვების სწორი პასუხების გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: miqarcmindeli@gmail.com  ან ფეისბუქ-გვერდზე: საბავშვო ბლოგი.

„საბავშვო ბლოგის“ პატარა მეგობრებო, გულდასმით გაეცანით ბლოგზე არსებულ მასალას, მშვიდად და ყურადღებით გაეცით პასუხები ინტერნეტ-ვიქტორინის შეკითხვებს და გამოგვიგზავნეთ!

გისურვებთ წარმატებებს!