ძვირფასო ბავშვებო, გიწვევთ „საბავშვო ბლოგის“ ინტერნეტ-ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად!
ინტერნეტ-ვიქტორინის პირველი ტურის წარმატებით გავლაში დაგეხმარებათ „საბავშვო ბლოგის“ სხვადასხვა კატეგორიაში არსებული მასალა. ინტერნეტ-ვიქტორინის შეკითხვები მომზადებულია ბლოგზე არსებული მასალის გამოყენებით.
ინტერნეტ-ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ V-VI დაVII -VIII კლასის მოსწავლეებს. აღნიშნული საფეხურების მოსწავლეთათვის შედგენილია ცალ-ცალკე კითხვარი და მოსწავლეები შეავსებენ თავიანთი კლასის შესაბამის კითხვარს.
V-VI და VII-VIII კლასელების ინტერნეტ-ვიქტორინის კითხვარი შედგება 20 შეკითხვისგან. ინტერნეტ-ვიქტორინის მეორე ტურში გადასასვლელად საჭიროა მოსწავლემ 20 შეკითხვიდან 15 შეკითხვას სწორად გასცეს პასუხი.
ინტერნეტ-ვიქტორინის სწორი პასუხები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ-ფოსტაზე: miqarcmindeli@gmail.com. წერილში სწორ პასუხებთან ერთად მოსწავლემ უნდა დააფიქსიროს სახელი, გვარი, სკოლა და კლასი.
„საბავშვო ბლოგის“ ინტერნეტ-ვიქტორინის შეკითხვების სწორი პასუხების გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: miqarcmindeli@gmail.com ან ფეისბუქ-გვერდზე: საბავშვო ბლოგი.
„საბავშვო ბლოგის“ პატარა მეგობრებო, გულდასმით გაეცანით ბლოგზე არსებულ მასალას, მშვიდად და ყურადღებით გაეცით პასუხები ინტერნეტ-ვიქტორინის შეკითხვებს და გამოგვიგზავნეთ!
გისურვებთ წარმატებებს!
No comments:
Post a Comment