ძვირფასო ბავშვებო, გიწვევთ „საბავშვო ბლოგის“ ინტერნეტ-ვიქტორინაში
მონაწილეობის მისაღებად!
ინტერნეტ-ვიქტორინის პირველი ტურის წარმატებით გავლაში
დაგეხმარებათ „საბავშვო ბლოგის“ სხვადასხვა
კატეგორიაში არსებული მასალა. ინტერნეტ-ვიქტორინის შეკითხვები მომზადებულია ბლოგზე
არსებული მასალის გამოყენებით.
ინტერნეტ-ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
V-VI და VII
-VIII კლასის
მოსწავლეებს. აღნიშნული საფეხურების მოსწავლეთათვის შედგენილია ცალ-ცალკე კითხვარი
და მოსწავლეები შეავსებენ თავიანთი კლასის შესაბამის კითხვარს.
V-VI და VII-VIII
კლასელების ინტერნეტ-ვიქტორინის კითხვარი შედგება 50 შეკითხვისგან. ინტერნეტ-ვიქტორინის მეორე ტურში
გადასასვლელად საჭიროა მოსწავლემ 50 შეკითხვიდან 45 შეკითხვას სწორად გასცეს პასუხი.
ინტერნეტ-ვიქტორინის სწორი პასუხები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ
ელ-ფოსტაზე: miqarcmindeli@gmail.com.
წერილში სწორ პასუხებთან ერთად მოსწავლემ უნდა დააფიქსიროს სახელი, გვარი, სკოლა და
კლასი.
„საბავშვო ბლოგის“ ინტერნეტ-ვიქტორინის შეკითხვების
სწორი პასუხების გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ
ელ-ფოსტაზე: miqarcmindeli@gmail.com ან ფეისბუქ-გვერდზე: საბავშვო ბლოგი.
„საბავშვო ბლოგის“ პატარა მეგობრებო, გულდასმით გაეცანით
ბლოგზე არსებულ მასალას, მშვიდად და ყურადღებით გაეცით პასუხები ინტერნეტ-ვიქტორინის
შეკითხვებს და გამოგვიგზავნეთ!
გისურვებთ წარმატებებს!
No comments:
Post a Comment